ჩვენ შესახებლაინ-აფირუკარადიოინფობილეთები
Tbilisi Hip-Hop Festival 2026 | First Edition
Interview1 min read

Tbilisi Hip-Hop Festival 2026 | First Edition

მუსიკა, ქუჩის ცეკვა, გრაფიტი და კულტურის ფესვები — Tbilisi Hip-Hop Festival ქალაქის ურბანულ ენერგიას ერთ სივრცეში უყრის თავს. 17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ში, უბრალოდ სწორი ჟღერადობა და ადამიანები, ვინც ამ კულტურით ცხოვრობს.

ჰიპ-ჰოპი ყოველთვის იქ იყო, სადაც ქალაქის რეალური ცხოვრება დუღს — ბითში, ტექსტში, ქუჩის ცეკვაში, საღებავის სუნსა და იმ ენერგიაში, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნი.

Tbilisi Hip-Hop Festival ამ ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევის მცდელობაა.

ჩვენთვის ეს ფესტივალი არის ადგილი, სადაც ურბანული კულტურის ყველა ელემენტი ბუნებრივად იკვეთება:

  • მუსიკა და სიტყვა — გლობალური გამოცდილება და ადგილობრივი ხმა, Boom Bap-ის ტრადიციებიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე;

  • ქუჩის ცეკვა — იმპროვიზაცია და მოძრაობა ყოველგვარი ზედმეტი წესების გარეშე;

  • ვიზუალური ხელოვნება — ქალაქის ესთეტიკა, რომელიც პირდაპირ კედლებზე იქმნება;

  • კულტურული მეხსიერება — ჟანრის ფესვები, ისტორია და ხალხი, ვინც ამ მოძრაობას ქმნის.

არანაირი ზედმეტი პოზა ან ფორმალობა. უბრალოდ კარგი მუსიკა, სწორი ჟღერადობა და სივრცე მათთვის, ვისაც ეს კულტურა აინტერესებს და ესმის.

17 ოქტომბერი | Factory Tbilisi

Tbilisi Hip-Hop Festival 2026.

0